1. პროექტის სახელი: სარეკლამო განცხადების შედგენა `მობრძანდით საქართველოში!~
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეთა ორი ჯგუფი ირჩევს საქართველოს ორ რაიონს და ამზადებს ტექტს ტურისტების მოსაწვევად. აკეთებს რეკლამას.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ინაწილებენ სამუშაოს. პირველი ჯგუფი: ინფორმაცია ვანის ნაქალაქევის შესახებ. მეორე ჯგუფი: ქუთაისის შესახებ. პროექტის პროგრამა: 1. ინფორმაცია ღირსშესანიშნაობების შესახებ. 2. ტრანსპორტისა და მგზავრობის შესახებ. 3. აგროვებს და მოიძიებს ილუსტრაციებს. მოიძიებს კომპიუტერულ ინფორმაციას. 4. როგორ გადაწყვიტონ კვების პრობლემა. 5. პრეზენტაცია.
თითოეული ჯგუფი აკეთებს სარეკლამო განცხადებას შემდეგი კითხვარით:
1. სად მდებარეობს ესა თუ ის ადგილი?
2. როგორ შეიძლება იქ მისვლა?
3. რა ღირსშესანიშნაობებია თავმოყრილი?
4. რა ღირს ექსკურსია?
5. თუ ითვალისწინებს მგზავრობა რაიმე შეღავათებს მგზავრობა მოსწავლეებისათვის?
4. მონაწილეთა ასაკი: 14 წელი;
5. პროექტის ვადა/ხანგრძლივობა: ორი კვირა;
6. პროექტის შესაძლო აქტივობები: ჯგუფური მუშაობა, დიალოგი, პრეზენტაცია, ვიდეომასალა.
7. მოსალოდნელი შედეგები/რა შეიძლება შეიქმნას: შეიძლება კონკურსის მოწყობა საუკეთესო რეკლამა. სატელეფონო დიალოგი ტურისტთან.
8. სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო პროგრამით ნასწავლი ისტორიული ძეგლების შესახებ მიღებული ცოდნა გააფართოვონ. საკუთარი კვლევის საფუძველზე გაიადვილონ მათი მონახულების შესაძლებლობა. დამაჯერებელი რეკლამის საშუალებით დაარწმუნონ სტუმარი მოინახულონ საქართველო;
9. სამუშაო ენა: რუსული და ქართული:
10. საგნებთან კავშირი ეროვნულ გეგმასთან კავშირი: პროექტი მზადდება ისტორიისა და გეოგრაფიის კათედრების თანამონაწილეობით:
11. პროექტის ფასილიტატორი.ცარო საგინაშვილი
12. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: caro.saginashvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий